საქმიანი კონტაქტები

2002 წლიდან მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე.

Giffer არის მოწყობილობა, რომელიც იღებს Gif ფორმატის მოძრავ ფოტოებს. მისი ქირაობა ყველას შეუძლია. გამოყენება მარტივია: იმოძრავე, გადაიღე, ატვირთე. შედეგი კი ყველასთვის თვალშისაცემი: ის ღონისძიებები, სადაც ჩვენ ვართ ყოველთვის უფრო ხალისიანი და დასამახსოვრებელია. ყველა გადაღებული გიფი თავს იყრის ჩვენს ვებ-გვერდზე www.giffer.ge, კონკრეტული ივენთისთვის შექმნილ სივრცეში, საიდანაც შეგიძლიათ მათი გადაზიარება საკუთარ სოციალურ ქსელებში. Giffer თავიდან ბოლომდე ქართული პროდუქტია- ის საქართველოშია აწყობილი და გასულია ექსპორტზეც: ჩვენი დახმარებით, გიფების გარეშე არც უკრაინაში რჩებიან. მომავალში იგეგმება სხვა ბაზრების ათვისება და მომხმარებელთათვის ახალი პროდუქტების შეთავაზება, ყველაფერი კი ისევ იმ მიზნით, რომლითაც 2015 წელს დავიწყეთ- გვინდა, მივცეთ, ხალხს უფრო მეტი გართობის საშუალება, გავხადოთ მათი წვეულებები განსაკუთრებული, შევუქმნათ მოძრავი, ხალისიანი მოგონებები.

 

ყოველი ახალი დღე თავგადასავალია, რომელსაც ახალი შთაბეჭდილებები მოაქვს. ჩემი თავგასადავალი 27 წლის წინ იტალიაში, რიომაჯორეში დაიწყო. შთაბეჭდილებები მთელ მსოფლიოშია გაფანტული - წაკითხულ წიგნებში, მოსმენილ მუსიკაში, ნანახ ქალაქებში, გაზიარებულ ამბებსა და უკვე გაცნობილ ადამიანებში. მთავარია დაიჭირო წამი, რომელსაც სიახლის აღმოჩენის დიდი სიხარული მოაქვს, თუმცა არც ესაა მთავარი. მთავარი შთაბეჭდილებების გაზიარებაა. და მუდმივად ახლის ძიება. ასე ვაღწევ ყველაზე მნიშვნელოვანს - თავისუფლებას. თავისუფლებას ვეზიარე, როდესაც შტატებში გადავედი საცხოვრებლად და მას შემდეგ ჩემი სამშობლო ნებისმიერი ადგილია, სადაც თავისუფლებაა. აირჩიო, განიცადო და გამოხატო - ჩემი თავისუფლება ასეთია. ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოვედი, ეს ქვეყანა ჩემთვის კიდევ ერთი აღმოჩენაა, რომელიც, მჯერა, ჩემთვის ახალი შთაბეჭდილებების ადგილი და დიდი აღმოჩენების შესაძლებლობაა. მე მინდა, რომ ყველაფერი, რაც აქამდე მინახავს და რასაც ამიერიდან აღმოვაჩენ, თქვენ გაგიზიაროთ. მხოლოდ ასე შევძლებ გამუდმებით აღმოვაჩინო სამყარო თავიდან. მე ჯოვანი მორა ვარ. ვიმეგობროთ!

GoFresh არის ოჯახური ბიზნესი. ჩვენ გვსურს სხვასაც გავუზიაროთ ის სიკეთე, რასაც ჩვენს ოჯახში ყოველდღიურად მოვიხმართ - ხილის და ბოსტნეულის ახლად დაწურული წვენი. 100% ნატურალური პროდუქტი, ის, რისი დიდი დეფიციტიც არის დღეს ბაზარზე. ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი საკვები და ცხოვრების ჯანმრთელი სტილი კარგია და ბედნიერი მომავლის საწინდარია.

Media strategic Planning, Placement, Monitoring, Consulting, Event Management, Creative Planning, Branding, Public Relations, Production, BTL&ATL activities

• Impact Hub არის აქტიური, ენერგიული, მოტივირებული და სიახლეების მოყვარული ადამიანების თავშეყრის ადგილი. სივრცე, სადაც ერთიანდებიან სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული პირები, რომლებიც პოზიტიური ცვლილებების მიზნით საინტერესო იდეებსა და ინიციატივებს ახორციელებენ; • ეს არის შთაგონების წყარო, რომელიც საინტერესო ღონისძიებების, ინოვაციური ლაბორატორიების, სასწავლო პროგრამების, დისკუსიებისა თუ პრეზენტაციების საშუალებით, ხელს უწყობს აქტუალური, პრობლემატური საკითხების წამოწევას, პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით; • Impact Hub არის სივრცე, რომელიც მულტიფუნქციური, მოქნილი ინფრასტრუქტურით საუკეთესო ადგილია მუშაობისთვის, შეხვედრებისთვის, ცოდნის მისაღებად თუ საინტერესო კავშირების დასამყარებლად.

Innova - The wise choice მენეჯმენტ-საკონსულტაციო კომპანია. ჩვენ შეგვიძლია, დაგეხმაროთ ბიზნესთან დაკავშირებული მმართველური საკითხების გადაწყვეტაში. განსაკუთრებით დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა: ახალი ბიზნესის ფორმირების, ორგანიზაციის სტრატეგიისა და სტრუქტურის სრულყოფის, მარკეტინული სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.

Professionals at InSource are ready to help you in recruitment, training, implementation management, compensation management and any matter regarding human resources.

Sales MBA, ურთიერთობით გაყიდვების ტრენინგი, მომსახურება გაყიდვებში, ადამიანებთან კომუნიკაციის ხელოვნება, კონტაქტ ცენტრის მომსახურების სტრატეგია. კონსულტაცია, მომსახურებისა და გაყიდვების ხარისხის კვლევა. Sales MBA, Sales communication training, Services in Sales, The art of communication, Contact center service strategy, consulting, Consulting and sales quality research