საქმიანი კონტაქტები

გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) 2006 წელს დაარსდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ბაზაზე 1996 წლიდან მომუშავე პროფესიონალ მკვლევართა მიერ. ARC – ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელშიც თეორიული ცოდნა შერწყმულია ბიზნესის, პოლიტიკის და სოციალურ სფეროებში მუშაობის შედეგად მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ARC -ის საქმიანობა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი. ამდენად, ჩვენ პროფესიულად ვუდგებით თითოეული ამოცანის გადაწყვეტას, რათა ჩვენი მომსახურებით საფუძველი ჩავუყაროთ გრძელვადიან თანამშრომლობას. ARC -ის სტილს განსაზღვრავს მომსახურების მაღალი ხარისხი, საქმიანი ეთიკის პრინციპების დაცვა და მუდმივი პროფესიული ზრდა. ARC თანამშრომლებს ყველასთან, ვისაც ჩვენი მომსახურება სჭირდება, თუმცა არსებობს გამონაკლისი – ARC არ ემსახურება იმ ორგანიზაციებს და პიროვნებებს, რომელთა საქმიანობა ეწინააღმდეგება საზოგადო მორალისა და პროფესიული ეთიკის საფუძვლებს. 2006 წლიდან დღემდე კომპანიამ განახორციელა ბიზნესის, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში 100-მდე კვლევითი პროექტი, როგორც რაოდენობრივი ისე ხარისხობრივი მეთოდების გამოყენებით. გამოყენებითი კვლევების კომპანიას გააჩნია სხვადასხვა სირთულის კვლევითი პროექტებისთვის მეთოდოლოგიის შექმნისა და სტატისტიკური ანალიზის დიდი გამოცდილება. კომპანიის თანამშრომლებს გაჩნიათ სტატისტიკური ანალიზის საექსპერტო გამოცდილება, რომელთა შესაძლებლობებსაც იყენებენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები Share

BCG დაარსდა 2003 წელს კვალიფიციურ მენეჯერთა და მკვლევართა მიერ, რომელთაც აქვთ გუნდური მუშაობის 15 წლის გამოცდილება. ორგანიზაცია წარმატებით მუშაობს ბიზნეს და საზოგადოებრივ სექტორებში. ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და მსოფლიოს წამყვან კვლევით კომპანიებთან ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ და გავიზიაროთ კვლევით სფეროში არსებული სიახლეები, შევქმნათ ახალი მეთოდოლოგიები და პროდუქტები, ღრმა და არგუმენტირებული ანალიზისათვის, რომელიც მარტივი აღსაქმელი, კონკრეტული და არაორაზროვანია, სრულად შეესაბამება კლიენტის მოთხოვნას და კლიენტს აძლევს პრობლემის სტრატეგიული ხედვის და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. არსებობის 9 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული დიდი ბიზნესები, მთავრობა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენგან იღებდნენ პასუხებს ყველაზე მწვავე და კრიტიკულ კითხვებზე. ჩვენი რეპუტაცია აგებულია სანდო მოწესრიგებული, სწრაფი და მისაღები ფასის მქონე სერვისის და შედეგების მიწოდებაზე. მჭიდრო კონტაქტები დასავლეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან ჩვენს კვლევებს მყარ მეცნიერულ საფუძველს უქმნის.

BetterFly LLC was established in 2008 for one reason – to bring better ideas and services to the Georgian advertising market. From the beginning, we launched forceful, targeted, and complex sales campaigns with top rated companies. In the first years of operations, we learned how to help our partners plan and implement effective, integrated marketing communication using an innovative approach with a focus on providing dedicated service to our clients. With time, the company expanded its services to include long-term consultancy with major companies in the Georgian market.

Business Media Georgia წარმოადგენს მულტიმედიურ რესურსს, რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ როგორც სატელევიზიო გადაცემებში, ისე და ონლაინგამოცემაში. Business Media Georgia-ს სატელევიზიო პროდუქტებია გადაცემები: "საქმის კურსი", "ანალიტიკა“, "საქმიანი დილა“, "ქალების ნარატივი“. BMG-ის გადაცემების ნახვა ყოველდღიურ რეჟიმში შესაძლებელია TV Pirveli-ის პირდაპირ ეთერში. საინფორმაციო სააგენტო BM.ge მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ. ამასთანავე მკითხველს ვთავაზობთ მიმდინარე მოვლენების ანალიზს, ინტერვიუებს სფეროში მოღვაწე პირებთან და დღის მთავარ სიახლეებს. ვებგვერდი მკითხველს სთავაზობს გადაცემების: "საქმის კურსი“, "ანალიტიკა" "ქალების ნარატივი“ და „საქმიანი დილა" ვიდეოსიუჟეტებს. ჩვენი მიზანია, მკითხველსა და მაყურებელს ობიექტური და ექსკლუზიური ინფორმაცია ოპერატიულად მივაწოდოთ.

Branding.ge არის პირველი ბრენდ საკონსულტაციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2005 წელს. კომპანიის მთავარ პროდუქტებს წარმოადგენს ბრენდის მართვა და მარკეტინგული კომუნიკაციები. უფრო დაწვრილებით კი ჩვენი მომსახურება მოიცავს: ბრენდ სტრატეგიის შემუშავებას, ბრენდის წერილობითი და ვიზუალური იდენტიფიკაციას, ბიზნესის განვითარების კრეატიული გზების ჩამოყალიბებას, საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას. Branding.ge წარმოადგენს კომპანია Brandflight -ის ექსკლუზიურ პარტნიორს კავკასიაში. Brandflight არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდ საკონსულტაციო კომპანია. Branding.ge იყენებს ტომას გედის, ( Nokia-connecting people, SAS, HP, Nestle, etc) მიერ შემუშავებულ, ოთხ განზომილებიანი (4D) ბრენდინგის ტექნოლოგიას.

კომპანია CMYK გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს თქვენი ბიზნესის რეკლამისა და განვითარებისთვის. ჩვენი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს პოლიგრაფიული პროდუქციის ოპერატიული დამზადება. თუ ოპერატიული პოლიგრაფიის ცენტრში დღესვე მოგვმართავთ, უკვე რამდენიმე საათში შეგიძლიათ მიიღოთ მზა მასალები. ოპერატიული პოლიგრაფია გულისხმობს სპეციალური ტექნოლოგიების და მასალების გამოყენებას, რომლებიც იძლევიან პოლიგრაფიის დაბეჭდვის საშუალებას რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათის ვადაში – ტირაჟის მოცულობის მიხედვით. ციფრულ მოწყობილობაზე შესრულებული ოპერატიული პოლიგრაფია იძლევა სავიზიტო ბარათების, ფურცლებისა და ფლაერების დაბეჭდვის, კატალოგებისა და ბუკლეტების, ასევე სხვა წარმომადგენლობითი პროდუქციის სწრაფად ბეჭდვის საშუალებას. ჩვენი დიზაინერები თქვენი სურვილების გათვალისწინებით შეასრულებენ თქვენს ნებისმიერ შეკვეთას ოპერატიულ პროდუქციაზე. ჩვენ ასევე ვქმნით ინტერნეტ საიტებს და ბანერებს. ჩვენ დაგიმზადებთ საიტს ნულიდან, დაწყებული მისი დიზაინიდან, დამთავრებული მისი ქსელში განთავსებით და მხარდაჭერით.

ConcierGE Tbilisi არის ქართულ ბაზარზე არსებული პირველი და ერთადერთი ბუტიკური ტიპის საკონსიერჟო მომსახურების სააგენტო, რომლიც მრავალპროფილური მომსახურება მოიცავს შემდეგ ოთხ ძირითად მიმართულებას: 1. ბიზნეს კონსიერჟი,2. კონსიერჟ ღონისძიებები,

3. კონსიერჟ თრეველი,

4. ცხოვრების სტილის მართვა.

ConcierGE Tbilisi-ის პროფესიონალი გუნდი და მაღალი ხარისხის მომსახურება დაგეხმარებათ ღონისძიების დაგეგმვის ყველა დეტალში შეიგრძნოთ ხელმისაწვდომი ფუფუნება -ინდივიდუალური დიზაინი და კონცეფცია, უნაკლო მენეჯმენტი და კლიენტთან თანმიმდევრული კომუნიკაცია. ჩვენ ყურადღებით მოგისმენთ და თქვენს ხედვას ვაქცევთ დასამახსოვრებელ ღონისძიებად. დაუკავშირდით თქვენს კონსიერჟს დღეს. დაგეგმეთ ელეგანტური და ექსკლუზიური ღონისძიება. შეიგრძენით ჰარმონიული ცხოვრების სტილი.  

ConcierGE Tbilisi is the first and the only boutique type concierge service agency on the Georgian market delivering ultimate, tailored client experience above and beyond through uniquely extensive, innovative and highly interactive concierge services. We work in four main directions:1. Business Concierge,2. Concierge Events,3. Concierge Travel,4. Lifestyle Management.Let our inspirational and intelligent team handle your events. Feel the luxury of custom-created design and concept, smooth management and consistent communication. ConcierGE Tbilisi will carefully listen and translate your vision into a memorable and stylish event. Contact your concierge today to plan elegant and exquisite event. ConcierGE Tbilisi - Bringing Harmony Into your Lives!

საჰაერო გადაღებების კუთხით Copter საქართველოში ლიდერი კომპანიაა. გარდა ამ მიმართულებით მუშაობისა, ჩვენი გუნდი მომხმარებელს სთავაზობს სრულ ვიდეო ფროდაქშენს, ფოტოსერვისს, 360° ფოტო-ვიდეო გადაღებასა და სხვა ინოვაციურ კონტენტს.

Creative Media School. Development of creative thinking and professionalism in the students is the mission of Creative Education Studio. We acknowledge that hard work, discipline and dedication are essential along with talent to stand out in highly competitive world. That is why we strive to develop a friendly and relaxed atmosphere, where gifted and creative people will be able to get professional and up-to-date knowledge in art, film, music, design and media fields from experienced lecturers and industry gurus.

დაზგა - ხარისხიანი დაზგა-დანადგარები და მასალები. Laser cutting systems, CNC machines, machinery, High quality materials / ლაზერული სისტემები, რუტერი, ვაკუუმ ფორმირების და 3D პრინტერები საიუველირო და პროტოტიპებისთვის / უმაღლესი ხარისხის მასალები