საქმიანი კონტაქტები

მარტივია: #snap & #print. გახადე წვეულება განსაკუთრებული.

ინოვაციური პროდუქტები და სერვისები ფოტოგრაფიაში შენი წვეულებისთვის. ჩვენი ფუნქციაა განსხვავებული და ინოვაციური პროდუქტებით გავახალისოთ შენი წვეულება, დაბადების დღე, კორპორატიული, ქორწილი ან სხვა სახის ღონისძიება.

Photo Studio. Event/Wedding/Portfolio/Children/Fashion/Commercial/Interior-Exterior/ Photography.

Giffer არის მოწყობილობა, რომელიც იღებს Gif ფორმატის მოძრავ ფოტოებს. მისი ქირაობა ყველას შეუძლია. გამოყენება მარტივია: იმოძრავე, გადაიღე, ატვირთე. შედეგი კი ყველასთვის თვალშისაცემი: ის ღონისძიებები, სადაც ჩვენ ვართ ყოველთვის უფრო ხალისიანი და დასამახსოვრებელია. ყველა გადაღებული გიფი თავს იყრის ჩვენს ვებ-გვერდზე www.giffer.ge, კონკრეტული ივენთისთვის შექმნილ სივრცეში, საიდანაც შეგიძლიათ მათი გადაზიარება საკუთარ სოციალურ ქსელებში. Giffer თავიდან ბოლომდე ქართული პროდუქტია- ის საქართველოშია აწყობილი და გასულია ექსპორტზეც: ჩვენი დახმარებით, გიფების გარეშე არც უკრაინაში რჩებიან. მომავალში იგეგმება სხვა ბაზრების ათვისება და მომხმარებელთათვის ახალი პროდუქტების შეთავაზება, ყველაფერი კი ისევ იმ მიზნით, რომლითაც 2015 წელს დავიწყეთ- გვინდა, მივცეთ, ხალხს უფრო მეტი გართობის საშუალება, გავხადოთ მათი წვეულებები განსაკუთრებული, შევუქმნათ მოძრავი, ხალისიანი მოგონებები.

 

საჰაერო გადაღებების კუთხით Copter საქართველოში ლიდერი კომპანიაა. გარდა ამ მიმართულებით მუშაობისა, ჩვენი გუნდი მომხმარებელს სთავაზობს სრულ ვიდეო ფროდაქშენს, ფოტოსერვისს, 360° ფოტო-ვიდეო გადაღებასა და სხვა ინოვაციურ კონტენტს.