საქმიანი კონტაქტები

ტექნოპარკი არის სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, რაც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდეებისა და ბიზნესების განვითარებისთვის. ეს სივრცე გახდება ცენტრი, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მიმართულებისა და იდეის მქონე ნიჭიერ ადამიანებს, ხელს შეუწყობს მათ კომუნიკაციასა და კოლაბორაციას, რათა მათ შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

ტერმინალი არის მულტიფუნქციური სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.

• Impact Hub არის აქტიური, ენერგიული, მოტივირებული და სიახლეების მოყვარული ადამიანების თავშეყრის ადგილი. სივრცე, სადაც ერთიანდებიან სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული პირები, რომლებიც პოზიტიური ცვლილებების მიზნით საინტერესო იდეებსა და ინიციატივებს ახორციელებენ; • ეს არის შთაგონების წყარო, რომელიც საინტერესო ღონისძიებების, ინოვაციური ლაბორატორიების, სასწავლო პროგრამების, დისკუსიებისა თუ პრეზენტაციების საშუალებით, ხელს უწყობს აქტუალური, პრობლემატური საკითხების წამოწევას, პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით; • Impact Hub არის სივრცე, რომელიც მულტიფუნქციური, მოქნილი ინფრასტრუქტურით საუკეთესო ადგილია მუშაობისთვის, შეხვედრებისთვის, ცოდნის მისაღებად თუ საინტერესო კავშირების დასამყარებლად.

ADvan-ი ახალი სარეკლამო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ვიდეო გადაღების სრულ მომსახურებას თავაზობს. ADvan ედვენი სტარტაპებისთვის : დღესდღეობით არსებული სარეკლამო მომსახურების ფასებიდან გამომდინარე, ვიდეო რგოლის დამზადება ხშირ შემთხვევაში ფუფუნებასთან ასოცირდება. ედვენი კი დამწყებ კომპანიებს გთავაზობთ ადეკვატურ ფასად მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლის დამზადებას სტარტაპ კომპანიებისთვის .