საქმიანი კონტაქტები

Market Intelligence Caucasus offering full Market Research and Consultancy services across the South Caucasus Region and another 100 countries of TNS network. Part of TNS Global, Kantar and WPP. About Kantar & WPP In October 2008, TNS was acquired by Kantar Group, the Insight and Consultancy arm of WPP, the world’s leading communication services group. Research International had been part of WPP since 1989 and part of Kantar since 1993.

კომპანია "სრული სერვისის" კვლევითი ორგანიზაციაა, რაც ნიშნავს, რომ ის აწარმოებს სამი ძირითადი ტიპის - სპეციალურ (Ad Hoc), სტანდარტიზებულ (Standardized) და განმეორებად (Longitudinal) კვლევებს. ეს კი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს აიფიემის პარტნიორებსა და კლიენტებს, ერთ კომპანიაში, ერთი კონტრაქტით მიიღონ ყველაფერი, რაც მარკეტინგისთვისაა საჭირო

Professionals at InSource are ready to help you in recruitment, training, implementation management, compensation management and any matter regarding human resources.

გამმა არის ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში ოპერირებს. დაუღალავი შრომის შედეგად, ჩვენ ძლიერი, საიმედო ჯაჭვი შევქმენით, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავს და პროფესიონალებისგან შემდგარ, ურთიერთ დაკავშირებულ გუნდს აერთიანებს. ზემოთხსენებულთან ერთად, გამმა ჯგუფის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება და გლობალური ცოდნის ბაზრებზე წვდომა, რეგიონის მასშტაბით ჩვენი კომპანიისთვის დამატებით კონკურენტულ უპირატესობას ქმნის. ჩვენი სერვისების სწრაფად მზარდი პორტფელი, საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს უფრო მეტად ღირებული მომსახურება შევთავაზოთ. თანამედროვე გლობალურ სამყაროში ბიზნესი საქმიანობის მკვეთრად ცვალებადი სფეროა, ამიტომ გამმა არის საუკეთესო გადაწყვეტილება თქვენს ბიზნესში არსებული პრობლემების სწორი იდენტიფიცირებისა და მომგებიანი გზით გადასაჭრელად. თითქმის ორი ათწლეულია, რაც გამმა ჯგუფი თავის მომხმარებელს მარკეტინგული კვლევების ფართო სპექტრს სთავაზობს: საცალო ვაჭრობის აუდიტი, კონკურენტურლი ანალიზი, პროდუქტებისა და სავაჭრო მარკის ანალიზი, გაყიდვების ზრდა, მომხმარებლის ანალიზი, მაღაზიების შემოწმება, იდუმალი მყიდველი და ა.შ.

BCG დაარსდა 2003 წელს კვალიფიციურ მენეჯერთა და მკვლევართა მიერ, რომელთაც აქვთ გუნდური მუშაობის 15 წლის გამოცდილება. ორგანიზაცია წარმატებით მუშაობს ბიზნეს და საზოგადოებრივ სექტორებში. ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და მსოფლიოს წამყვან კვლევით კომპანიებთან ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ და გავიზიაროთ კვლევით სფეროში არსებული სიახლეები, შევქმნათ ახალი მეთოდოლოგიები და პროდუქტები, ღრმა და არგუმენტირებული ანალიზისათვის, რომელიც მარტივი აღსაქმელი, კონკრეტული და არაორაზროვანია, სრულად შეესაბამება კლიენტის მოთხოვნას და კლიენტს აძლევს პრობლემის სტრატეგიული ხედვის და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. არსებობის 9 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული დიდი ბიზნესები, მთავრობა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენგან იღებდნენ პასუხებს ყველაზე მწვავე და კრიტიკულ კითხვებზე. ჩვენი რეპუტაცია აგებულია სანდო მოწესრიგებული, სწრაფი და მისაღები ფასის მქონე სერვისის და შედეგების მიწოდებაზე. მჭიდრო კონტაქტები დასავლეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან ჩვენს კვლევებს მყარ მეცნიერულ საფუძველს უქმნის.

გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) 2006 წელს დაარსდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ბაზაზე 1996 წლიდან მომუშავე პროფესიონალ მკვლევართა მიერ. ARC – ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელშიც თეორიული ცოდნა შერწყმულია ბიზნესის, პოლიტიკის და სოციალურ სფეროებში მუშაობის შედეგად მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ARC -ის საქმიანობა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი. ამდენად, ჩვენ პროფესიულად ვუდგებით თითოეული ამოცანის გადაწყვეტას, რათა ჩვენი მომსახურებით საფუძველი ჩავუყაროთ გრძელვადიან თანამშრომლობას. ARC -ის სტილს განსაზღვრავს მომსახურების მაღალი ხარისხი, საქმიანი ეთიკის პრინციპების დაცვა და მუდმივი პროფესიული ზრდა. ARC თანამშრომლებს ყველასთან, ვისაც ჩვენი მომსახურება სჭირდება, თუმცა არსებობს გამონაკლისი – ARC არ ემსახურება იმ ორგანიზაციებს და პიროვნებებს, რომელთა საქმიანობა ეწინააღმდეგება საზოგადო მორალისა და პროფესიული ეთიკის საფუძვლებს. 2006 წლიდან დღემდე კომპანიამ განახორციელა ბიზნესის, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში 100-მდე კვლევითი პროექტი, როგორც რაოდენობრივი ისე ხარისხობრივი მეთოდების გამოყენებით. გამოყენებითი კვლევების კომპანიას გააჩნია სხვადასხვა სირთულის კვლევითი პროექტებისთვის მეთოდოლოგიის შექმნისა და სტატისტიკური ანალიზის დიდი გამოცდილება. კომპანიის თანამშრომლებს გაჩნიათ სტატისტიკური ანალიზის საექსპერტო გამოცდილება, რომელთა შესაძლებლობებსაც იყენებენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები Share

ჩვენ ვართ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს მათი მატერიალური ფასეულობის გაზრდაში, არამატერიალური აქტივების განვითარებისა და გაძლიერების გზით. თუ თქვენ სტრატეგიული ამოცანების წინაშე დგახართ ან უბრალოდ გრძნობთ, რომ ცვლილებების დროა, ეისითი მზადაა დაგეხმაროთ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.